პოლიტიკა
დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის საკითხზე პოლიტსაბჭო ალბათ პირველივე შეხვედრაზე იმსჯელებს - გია ვოლსკი
დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის საკითხზე პოლიტსაბჭო ალბათ პირველივე შეხვედრაზე იმსჯელებს, - განუცხადა ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, თემებზე კამათი, მათ შორის მწვავე კამათი პარტიაში წახალისებულია, თუმცა პიროვნული შეურაცხყოფა დაუშვებელია. დეპუტატის განმარტებით, პარტიის სამდივნომ გუნდში არსებული წესების დარღვევაზე რეაგირება მოახდინა.
"თემებზე კამათი ჩვენთან არათუ ვინმეს დაუშალეს, არამედ პირიქით წახალისებულია, რომ ნებისმიერ საკითხზე იყოს თუნდაც მწვავე კამათი. მაგრამ როდესაც საკითხი თემებს სცილდება და გადადის პიროვნულ შეურაცხყოფაზე, დისკრედიტაციაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ გუნდისთვის ზიანი მოაქვს გუნდის ასეთ წევრს. მე რაც არ უნდა ნორმალური პიროვნული ურთიერთობა მქონდეს დავითთან, არის წესები, რომელიც დაირღვა და ამ დარღვევას უპასუხა სამდივნომ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება პარტიის კიდევ ერთ წევრს, ლევან კობერიძეს, გია ვოლსკის შეფასებით, მისი განცხადებები პიროვნულ შეურაცხყოფაში არასდროს გადასულა. "ლევან კობერიძემ გააკეთა გარკვეული განცხადებები, თუმცა არასდროს უკადრია ის, რომ ვინმეს პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენოს, თანაც განგრძობით ფორმაში და თავისი პროფესიონალური მოსაზრებები დაუპირისპიროს პერსონალურად რომელიმე ადამიანს და მისი წასვლა ან გადადგომა მოითხოვოს იმიტომ, რომ მათი აზრები არ ემთხვევა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


