უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ივლისი, 2018 13:15
font-size

დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვა ჩემთვის პიროვნულად ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო - გია ვოლსკი

დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვა ჩემთვის პიროვნულად ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ პიროვნული დამოკიდებულების მიღმა არსებობს ინტერესი, რასაც მმართველი გუნდის სტაბილურობა ჰქვია, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, დავით ჭიჭინაძე თავისი შეხედულებებითა და გამონათქვამებით გუნდის სხვა წევრების მოსაზრებებს დაუპირისპირდა.

„იმის წარმოჩენის მცდელობა იქნება, რომ ეს არის გაფრთხილება და დემარში. ჩემთვის პიროვნულად ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ პიროვნული დამოკიდებულების მიღმა არსებობს ინტერესი, რასაც მმართველი გუნდის სტაბილურობა ჰქვია. ეს მხოლოდ "ქართულ ოცნებას" არ ეხება.

ვფიქრობ, სახელმწიფო ინტერესებში სტაბილურობა ნომერ პირველი ამოცანაა. დავით ჭიჭინაძე თავისი შეხედულებებითა და გამონათქვამებით გუნდის სხვა წევრების მოსაზრებებს დაუპირისპირდა და ვერ ვიტყოდი, რომ დიდი ტრაგიკული გადაწყვეტილება მივიღეთ.

ადამიანი, რომელიც თავისი შეხედულებებით და პრინციპებით წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რასაც გუნდის შეხედულებები ჰქვია, თუნდაც სტაბილურობის ინტერესი, პარტიამაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. არაფერზე არ გავბრაზებულვარ. არის საკითხები, რომლებიც ადამიანებს ჰყოფს. საქმე სწორედ ამასთან გვაქვს. ოფიციალური გაფრთხილება და პირად საქმეში შეტანით არ ყოფილა. მას ამ თემებზე საუბარი უმრავლესობის ლიდერთან ჰქონდა.

არის შეხედულებები, რომლებიც ერთმანეთს არ შეესაბამება და გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს. საუბარი თავისუფლების შეზღუდვაზე არ არის, ლაპარაკია პრინციპების განსხვავებაზე.

სახელმწიფოში მთავარი მმართველი გუნდის სტაბილურობის შენარჩუნებაა. უამრავი ფორმატია, სადაც შეგვიძლია, ჩვენი განსხვავებული აზრები ერთმანეთს დავუპირისპიროთ და საკმაოდ ჯანსაღი სიტუაციაა იმისთვის, რომ ნებისმიერ საკითხზე ნებისმიერი სიმწვავით ვიკამათოთ, მაგრამ დამოკიდებულების გამოხატვის ფორმები არსებობს, რასაც პარტია თავის წევრისგან მოითხოვს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი