სამართალი
დავით ბეჟუაშვილი `ბადაგონის` გენერალურ დირექტორს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივის
ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი "ბადაგონის" გენერალურ დირექტორს, გიორგი სალაყაიას პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივის.
დავით ბეჟუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ შესაბამისი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს შეიტანა.
როგორც ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება სალაყაიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დავით ბეჟუაშვილს კავშირი აქვს "ბადაგონთან" დაკავშირებულ მოვლენებთან.
"გიორგი სალაყაიას მიერ ორ პრესკონფერენციაზე გავრცელდა ყალბი ცნობები, თითქოს "ბადაგონთან" დაკავშირებულ მოვლენებთან კავშირი აქვს დავით ბეჟუაშვილს. ჩვენ ვთქვით, რომ ორშაბათამდე სარჩელს მოვამზადებდით და თუ ამ ინფორმაციის უარყოფას მოახდენდა, ჩვენ სარჩელს აღარ შევიტანდით. მან არა თუ უარყოფა მოახდინა, არამედ მეორე პრესკონფერენციაზე გაიმეორა იგივე და დაადასტურა, რომ არ აპირებს ამის უარყოფას, ამიტომ სარჩელი შეგვაქვს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის და მოვითხოვთ მის მიერ მედიაში გავრცელებული, სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობების უარყოფას", - განაცხადა ზვიად კორძაძემ.
ცნობისათვის, „ბადაგონის“ გენერალური დირექტორის გიორგი სალაყაიას თქმით, კომპანიით პარლამენტის ყოფილი წევრი, დავით ბეჟუაშვილია დაინტერესებული და კომპანიაში საგამოძიებო მოქმედებების დაწყებაც სწორედ ამას უკავშირდება.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


