პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ევროპასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ნიდერლანდების სამეფოს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ევროპასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ნიდერლანდების სამეფოს სპეციალურ წარმომადგენელს, ელჩს ანდრიან პალმისა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იოჰან დუმას შეხვდა.
ოფიციალური ცნობით, ევროპასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქეყნებში სპეციალურმა წარმომადგენლმა დავით ბაქრაძეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა, რაც დასტურდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებებით. თავის მხრივ სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა ჰოლანდიის მთავრობას ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.
ჰოლანდიურ მხარესთან შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებზე, ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სპეციალურმა წარმოადგენელმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ განახორციელა მნიშვნელოვანი სამუშაოები ევროინტეგრაციის მიმართულებით, პროგრესი თვალშისაცემია და საქართველო უპირობო ლიდერია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. ასევე, დადებითათ შეაფასა საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო სექტორს შორის არსებული თანამშრომლობა ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში.
მხარეებმა, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები და შესაძლებლობები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის პროცესში მოქალაქეებთან სტრატეგიული კომუნიკაციის აუცილებლობაზე, ასევე, ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების მნიშვნელობაზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


