პოლიტიკა
დაველოდოთ კიდევ ერთი თვე, დეკემბერში მივიღებთ გადაწყვეტილებას მოსახლეობასთან ერთად, რა და როგორ გავაკეთოთ - კახა კალაძე საახალწლო ღონისძიებებზე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, სადაც შვილმოკლული მამები საპროტესტო აქციას მართავენ, 15 დეკემბრიდანაა დაგეგმილი.
მისივე თქმით, რუსთავი 2-მა დეზინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, დედაქალაქის მერია შვილმოკლული მამებისთვის კარვების გაშლას უშლის ხელს, რათა დადგას ნაძვის ხე.
„საახალწლო ღონისძიებები დაგეგმილია დეკემბერში, როგორც ეს ხდებოდა ყოველთვის. როდესაც წერილი შემოიტანა ზაზა სარალიძემ, ჩვენ ვიყავით ვალდებულნი, 3 დღის განმავლობაში პასუხი გაგვეცა. გვქონდა ეს ვალდებულება იმიტომ, რომ დედაქალაქის მერიას დაგეგმილი ჰქონდა ღონისძიებები დეკემბრის თვეში. შესაბამისად, წერილში ეს ყველაფერი არის მოცემული, რომ 15 დეკემბერს, ნაძვის ხის ანთება არის ტრადიცია და ეს კახა კალაძისა და თბილისის მერიის მოგონილი არ არის. შესაბამისად, ამ ღონისძიებებს სჭირდება მომზადება დაახლოებით, 7-10 დეკემბრიდან.
ამ ფონზე "რუსთავი 2" გუშინწინ აწვდიდა ცრუ ინფორმაციას მთელი საღამოს განმავლობაში საზოგადოებას, კონკრეტულად ამაში ჩართული იყო პარტიული ტელევიზიის დირექტორი გვარამია, რომელიც საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს კარვების გაშლას ხელს უშლიდა დედაქალაქის მერია, რომ იქ უნდა დადგმულიყო ნაძვის ხე. ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი, დიდი სიცრუე, რომელშიც გამოვიჭირეთ "რუსთავი 2",- განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ზაზა სარალიძე არ დატოვებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას 15 დეკემბრამდე, რას გეგმავს თბილისის მერია და გაიყვანენ თუ არა მას ძალის გამოყენებით, - კალაძემ ასე უპასუხა:
„დაველოდოთ კიდევ ერთი თვე, დეკემბერში მივიღებთ გადაწყვეტილებას მოსახლეობასთან ერთად, რა და როგორ გავაკეთოთ",- განაცხადა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


