პოლიტიკა
დაველაპარაკებით იმ წუხელზე, რის გამოც გედევან ფოფხაძემ ასეთი განცხადება გააკეთა - ეკა ბესელია
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, ის და უმრავლესობის სხვა წევრებიც დაელაპარაკებიან გედევან ფოფხაძეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
„გედევან ფოფხაძეს სხვა პოლიტიკური გამოცდილება და გამორჩეული მორალური სტანდარტები აქვს. მას ტელეფონით ვესაუბრე და დღეს პირადად ვნახავ. რა თქმა უნდა, მას დაველაპარაკები მეც და პოლიტიკური გუნდის ლიდერებიც. შესაძლებლობა გვექნება, ვესაუბროთ იმ წუხილზე, რის გამოც გედევან ფოფხაძემ ასეთი განცხადება გააკეთა. მესმის, რომ გუშინდელი კენჭისყრა ბევრი კოლეგისათვის იყო ემოციური. ბევრმა კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა და ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატს ხმა არ მისცა. ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, გუნდის შიგნით უფრო ღია და გულწრფელი საუბარი გვჭირდება“,- თქვა დეპუტატმა.
მისი შეფასებით, უმრავლესობის შემადგენლობიდან დეპუტატების გასვლის დრო არ დამდგარა.
გუშინ პარლამენტმა საზოგაოდებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად უმცირესობის კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძე აირჩია, რასაც მოჰყვა გედევან ფოფხაზის პროტესტი. ამის შემდეგ დეპუტატმა უმრავლესობიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


