პოლიტიკა
დავასრულოთ ეს კომენტარის კომენტარზე კომენტარი, ყველა ერთად შევიკრიბებით და მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას - გიორგი ვაშაძე
გაუთავებელი საუბარი ხელს არ უწყობს შეთანხმების პროცესს. რამდენიმე დღე გვაცადეთ, ყველა ერთად შევიკრიბებით და მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას, -ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი საკითხი საერთო გამარჯვების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს.
„დავასრულოთ ეს კომენტარის კომენტარზე კომენტარი. მე მაქვს მარტივი ფორმულა, ნებისმიერი საკითხი უნდა გადაწყდეს საერთო გამარჯვების ინტერესებიდან გამომდინარე. გასაგებია პარტიებისა და პიროვნებების სურვილები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამან არ უნდა დააზიანოს ერთიანობისა და გამარჯვების ინტერესები.
ასევე, მესმის, ცალკეულ პიროვნებას, პარტიას შეიძლება ჰქონდეს გადამეტებული თვითშეფასება. ამ საკითხის გადაწყვეტის საშუალება არის ოპოზიციურ კანდიდატებს შორის სანდო რეიტინგული კვლევები, რომლებსაც უნდა დაემორჩილოს როგორც გიორგი ვაშაძე, ასევე ნებისმიერი სხვა პარტიის წარმომადგენელი“,- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


