პოლიტიკა
დათო ოქიტაშვილი გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს
დათო ოქიტაშვილი საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ოქიტაშვილის ინფორმაციით, ყრილობა 15-16 სექტემბერს არის დაგეგმილი.
მისი თქმით, კიდევ რამდენიმე ადამიანი წარადგენს თავის კანდიდატურას, მათ შორის გაერთიანებული პროფკავშირების ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.
„ჩემთვის ამ შემოთავაზებაზე გადაწყვეტილების მიღება იყო ძალიან რთული, მაგრამ შევდივარ ამ ბრძოლაში და გარწმუნებთ, რომ პეტრიაშვილს დავამარცხებ არჩევნების გზით და არა იმ მეთოდით, როგორც თავად მოვიდა თავმჯდომარედ. ახლა რომ გამოდის და რაღაც განცხადებებს აკეთებს, იმის მართული, ამის მართული, სირცხვილია, გაიხსენოს თავისი წარსული. ჩვენ არ ვაპირებთ იმ მეთოდებით ბრძოლას, რა მეთოდითაც ის გახდა პროფკავშირების თავმჯდომარე 12 წლის წინ. ვიცი, რომ კიდევ არიან მსურველები და ყველა კანდიდატს და პეტრიაშვილსაც თანასწორ ბრძოლაში გამარჯვებას ვუსურვებ“, - თქვა ოქიტაშვილმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


