სამართალი
დასტურდება, რომ საქმე გვაქვს კერძო სამართლებრივ დავასთან და არა სისხლის სამართლის დანაშაულთან - მაია რჩეულშვილის ადვოკატი
თბილისის საქალაქო სასამართლოში სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის საქმის „ბათუმის მაგნოლიის“ ეპიზოდის განხილვა გრძელდება.
დღევანდელ პროცესზე ჩვენება კერძო და სისხლის სამართლის სპეციალისტებმა მისცეს.
დაცვის მხარის მოწმეებმა ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების სამართლებრივ შეფასებაზე ისაუბრეს.
როგორც ბრალდებულების ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ პროცესის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა, ჩვენებებით დასტურდება, რომ „საქმე გვაქვს კერძო სამართლებრივ დავასთან და არა სისხლის სამართლის დანაშაულთან“.
„სპეციალისტების მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებაში აშკარად ჩანს, რომ ის მუხლი რაც წარუდგინა ბრალდების მხარემ მაია რჩეულშვილს და სხვა ბრალდებულებს, ის არ ამართლებს და ნამდვილად არ გვაქვს საქმე მითვისება და გაფლანგვასთან, რომ ეს სამართლებრივი ურთირთობა არ შეიძლება მოწესრიგდეს ამ მუხლით, რომ ეს არის სუფთა სამოქალაქო სამართლებრივი დავის საგანი“,-აღნიშნა ადვოკატმა.
საქმის პროკურორის დავით გუმბერიძის თქმით, კი, მოწმეთა ჩვენებებით ვერანაირად ვერ დგინდება ბრალდებულების უდანაშაულობის ფაქტი, ანუ რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული მითვისება-გაფლანგვას არ გულისხმობს.
„პროცესზე გამოვიდა დაცვის მხარე მტკიცებულებებით, წერილობით მტკიცებულებებით. ჩვენებებით ვერანაირად ვერ დგინდება ბრალდებულების გურამ რჩეულიშვილის და მაია რჩეულიშვილის უდანაშაულობის ფაქტი, შესაბამისად ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულებები, ვგულისხმობთ, მითვისება-გაფლანგვას“,-აღნიშნა პროკურორმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


