კომენტარი
დასანანია, რომ ირაკლი კობახიძემ პირველი პოლიტიკური ნაბიჯი პარტიული, თუ ვიწრო მიდგომებიდან გამომდინარე გადადგა - ფიქრია ჩიხრაძე
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, როგორც ჩანს, მოქმედი ხელისუფლების მიერ შექმნილი კომისია იმავე პრაქტიკით იმუშავებს, როგორც ეს წინა ხელისუფლებების დროს იყო.
ამის შესახებ ჩიხრაძემ საკონსტიტუციო საკითხებზე მომუშავე კომისიის თანათავმჯდომარედ გიორგი მარგველაშვილის არ დანიშვნის კომენტირებისას განაცხადა.
„მთავარი ამოცანა იყო, რომ საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც არის განზრახული, ყოფილიყო მაღალი სანდოობის და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე. აქედან მომდინარეობდა პრეზიდენტის შეთავაზება ამ პროცესთან დაკავშირებით. ძალიან დასანანია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მმართველმა გუნდმა მიიღო და დღეს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, იმ კითხვის ნიშნებს კიდევ უფრო აჩენს, იმ ეჭვს, რომელიც აქამდეც არსებობდა საკონსტიტუციო პროცესისადმი, უფრო აღრმავებს და ის პრაქტიკა, რომელიც არსებობდა მანამდე, წინა ხელისუფლებების პერიოდში, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, იმავე პრაქტიკით გაგრძელდება ეს საქმიანობა“,-განაცხადა ჩიხრაძემ.
ფიქრია ჩიხრაძის თქმით, დასანანია, რომ ირაკლი კობახიძემ პირველი პოლიტიკური ნაბიჯი პარტიული, თუ ვიწრო მიდგომებიდან გამომდინარე გადადგა.
„ძალიან დასანანია,ამავე დროს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, ახალგაზრდა პოლიტიკოსმა, პირველი სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა არა ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, არამედ საკმაოდ ვიწრო, პარტიული, თუ ფორმალისტული მიდგომებიდან გამომდინარე“,-აღნიშნა ჩიხრაძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ საკონსტიტუციო საკითხებზე მომუშავე კომისიის მეტი გამჭვირვალეობისთვის კარგი იქნება, თუ კომისიის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეებად პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე იქნაბოდნენ არჩეული.
დღეს კი გახდა ცნობილი, რომ კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა.
შესაბამისი განცხადება, პრესკონფერენციაზე თავად პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


