პოლიტიკა
დარწმუნებული ვარ, უვიზო მიმოსვლა უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი - კარლო ნატალე
საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის ტექსტის საბოლოო ვარიანტზე დღეს ევროპარლამენტის, ევროპის კავშირის საბჭოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები უნდა შეჯერდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილემ, კარლო ნატალემ.
ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მალე იქნება.
"ჩვენ ველოდებით ახალ ამბებს ბრიუსელიდან, სადაც დღეს შეხვედრაა დანიშნული. გასულ კვირას ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როცა პარლამენტი, საბჭო და ევროპის კომისია შეთანხმდნენ ახალ სისტემაზე, რომელიც საქართველოსთან პირდაპირ კავშირში არ არის, თუმცა უვიზო მიმოსვლის პროცესისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და დარწმუნებული ვარ, უვიზო მიმოსვლა უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი," - აცხადებს კარლო ნატალე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


