პოლიტიკა
დარწმუნებული ვარ, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იქნება აღიარებული - იენს სტოლტენბერგი
ივლისში, ნატოს სამიტზე ჩრდილოატლანტიკური გაერთიანების გზაზე საქართველოს პროგრესი იქნება აღნიშნული, მაგრამ რა ფორმით - ჯერ არ არის გადაწყვეტილი, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზე საუბრისას.
მისი თქმით, რეფორმები საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე დაეხმარება.
„ორგანიზაციის ყველა წევრმა მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოს მიმართ და საქართველოს მისწრაფების მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთვის პრაქტიკული და პოლიტიკური დახმარების აღმოჩენას. წევრებმა მადლიერებით აღნიშნეს საქართველოს მონაწილეობა ნატო-ს მიერ წარმოებულ ოპერაციებში.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იქნება აღიარებული და ჩვენ ვიპოვით გზებს. ზუსტად რა ფორმით იქნება პროგრესი ასახული, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ჯერ სამიტის პროგრამა დეტალურად გადაწყვეტილი არ არის.
საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები, შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, დააკმაყოფილოს ნატოს სტანდარტები, განამტკიცოს კანონის უზენაესობის დაცვა, უზრუნველყოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ებრძოლოს კორუფციას. ეს არის კარგი საქართველოსთვის და ეხმარება საქართველოს წევრობის გზაზე“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


