პოლიტიკა
დარწმუნებული ვარ, ხალხი არჩევნებზე მოვა, უარეს შემთხვევაში, მეორე ტური იქნება და ჩვენი ფავორიტი სალომე ზურაბიშვილს დაამარცხებს - გიგა ბოკერია
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიგა ბოკერიას ვარაუდით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
ჟურნალისტებთან საუბარში გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდს ერთადერთი იმედი აქვს, რომ ხალხი არჩევნებზე არ მივა და ადმინისტრაციული რესურსით, მოსყიდვითა და დაშინებით შეძლებენ ვითარების გარდატეხას.
„ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ ამ ადამიანის სახელისუფლებო სადავეებთან მიშვება დამატებითი საფრთხისა და ზიანის მომტანია. დარწმუნებული ვარ, ხალხი არჩევნებზე მოვა. უარეს შემთხვევაში, მეორე ტური იქნება და ჩვენი ფავორიტი სალომე ზურაბიშვილს დაამარცხებს, თუ სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში საერთოდ გავა“, – განაცხადა დეპუტატმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებს დამაჯერებლად იგებს და გრიგოლ ვაშაძემ შესაძლოა, მეორე ადგილიც ვერ დაიკავოს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


