პოლიტიკა
დარწმუნებული ვარ კახა კალაძე ძალიან კარგი მერი იქნება - დავით ნარმანია
თბილისის მერი დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატად ვიცე-პრემიერს კახა კალაძეს დაასახელებს, ის კარგი მერი იქნება.
ამის შესახებ ნარმანიამ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„კახა კალაძე ჩემი მეგობარია, არჩევნებისას ის გვერდში მედგა და თუ გუნდი მას დაასახელებს მერობის კანდიდატად, მეც მხარში ამოვუდგები. დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე ძალიან კარგი მერი იქნება“,-აღნიშნა დედაქალაქის მოქმედმა მერმა.
მისი თქმით, თანამდებობაზე ყოფნის მისი წარმატების ხარისხი საზოგადოებამ უნდა შეაფასოს.
„ჩემი წარმატების ხარისხი საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს, მითუმეტეს, იმ უამრავი პროექტის შემდეგ, რაც გავაკეთე - ახალი ავტობუსები, აღმაშენებლის გამზირი, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა, შინდისი-კრწანისის და სამება-მახათის გზა, ათზე მეტი ახალი საბავშვო ბაღი, პეკინის პროსპექტის სრული აღდგენის გეგმა და ა.შ.“,-აღნიშნა ნარმანიამ.
გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე საკუთარ დანიშვნაზე სუაბრიოსას, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ გუნდის საერთოდ გადაწყვეტილება გაირკვევა.
„კონსულტაცია ბევრ საკითხზე მიმდინარეობს. გუნდის საერთო გადაწყვეტილებით გაირკვევა, მე ვიქნები მერობის კანდიდატი თუ სხვა, ან სად გადავინაცვლებ თუ მერობის კანდიდატი აღარ ვიქნები“,-განაცხადა თბილისის მერმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


