პოლიტიკა
დარწმუნებული ვარ, აშშ-ს მხრიდან საქართველოს ფინანსური დახმარება გაგრძელდება - იან კელი
ამჟამად დაფინანსების საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს ვაშინგტონში, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ და აღნიშნულით გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ პატარა ქვეყნების თავდაცვის სფეროს დაფინანსებისთვის ბიუჯეტიდან თანხას აღარ გამოყოფს.
„ამჟამად დაფინანსების საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. ვაშინგტონში განიხილავენ, რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება და გაკეთდეს მთავარი აქცენტები. საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა იმის გამო, რასაც აკეთებს, ასევე იმ წვლილის გამო, რაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში შეაქვს. დარწმუნებული ვარ, დახმარება და თანამშრომლობა გაგრძელდება. ბიუჯეტის საკითხს კი კონგრესი გადაწყვეტს“, - განაცხადა იან კელიმ.
ნინო ექვთიმიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


