სამართალი
დარწმუნებულები ვართ მამა გიორგის უდანაშაულობა დამტკიცდება - ადვოკატი
ადვოკატი გიორგი ფანცულაია ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდა.
როგორც ფანცულაიამ მისი დაცვის ქვეს მყოფის მონახულების შემდეგ განაცხადა, ის დარწმუნებულია სასამართლო პროცესზე დეკანოზის უდანაშაულობის დამტკიცებაში.
„ჩვენ ვემზადებით სასამართლოსათვის. ვინაიდან დარწმუნებულები ვართ, რომ მამა გიორგის უდანაშაულობა დამტკიცდება, აქედან გამომდინარე გავდივართ ამ პროცედურებს. რაც შეეხება სასამართლო პროცესის გადადებას მინდა გითხრათ, რომ აღნიშნულ თემაზე არანაირი მოთხოვნა არ გვაქვს. თუ პროკურატურა დააყენებს ამ საკითხს, პირველ რიგში მათ უნდა დააყენონ და თუ დააყენებენ, მერე შევაფასებთ“, - განაცხადა ფანცულაიამ.
ცნობისათვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 აპრილისთვისაა ჩანიშნული.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


