პოლიტიკა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობდნენ
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია კერძო ტელემაუწყებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი გააცნო.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა, ამ სფეროს სპეციალისტებისა და პარლამენტის წევრების ფართო ჩართულობით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მომაზადა და მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნას, მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და მისი გამართული საქმიანობისათვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლების შექმნას. კანონპროექტით განისაზღვრება ასევე რეკლამის მოცულობისა და სპონსორობის დაშვების საკითხი.
დღევანდელ შეხვედრაზე კერძო ტელემაუწყებლობების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი პოზიციები გამოეხატათ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ ვრცელდება, რაც უკმაყოფილებას იწვევს კერძო ტელემაუწყებლებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში. მოწვეული სტუმრები ასევე მხარს არ უჭერენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კომერციული რეკლამის დროის მოცულობის გაზრდას და კანონპროექტში წარმოდგენილ სხვა საკითხებს, რომელთა შესახებაც მათ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს.
„საკომიტეტო მოსმენის წინ აუცილებლად მიმაჩნია ზუსტად ვიცოდეთ სად არის ის წინააღმდეგობრივი საკითხები, რომელზეც მოგვიწევს კომიტეტზე მსჯელობა.
მასთანავე ყველა მხარის პოზიცია უნდა იყოს ჩვენთვის ცნობილი, რათა მაქსიმალურად ინფორმირებულები ვიყოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ - განაცხადა შეხვედრაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს 19 სექტემბრამდე განიხილავს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


