პოლიტიკა
დარღვევების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია განსაკუთრებით სამწუხაროა ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფის დემოკრატიის სტანდარტისკენ - გაერო-ს ელჩი საქართველოში
საქართველოში გაერო-ს ელჩმა, ლუიზა ვინტონმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
გარდა ამისა, მან შეშფოთება გამოთქვა გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელით მინდა, მივულოცო სალომე ზურაბიშვილს. ის არის პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოში.
მიუხედავად ამისა, ჩვენ საკმაოდ შეშფოთებულები ვართ იმ დარღვევებით, რომელთა შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. განსაკუთრებით ეს არის სამწუხარო ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფის დემოკრატიის სტანდარტებისკენ. შესაძლო დარღვევები დეტალურად იყო აღწერილი, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში. ეს დარღვევები ეხებოდა მედიათავისუფლებას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და ასევე პოლიტიკურ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრების წაშლას,“ - განაცხადა ვინტონმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


