პოლიტიკა
დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ - დავით მათიკაშვილი
დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ურთიერთობას არ უარყოფენ ბურჭულაძე და ბაჩო ახალაია, გაშიფრულია ამ ქსელის ერთმანეთთან ურთიერთობა, ის, თუ საქართველოში როგორ ფინანსდება უნივერსიტეტების გამოყენებით ცალკეული რადიკალური პროცესები. ეს განცხადებები მიანიშნებს, რომ ერთ მუჭა რადიკალებს ცალკეული დესტაბილიზაციის სურვილი აქვთ, თუმცა 4 ოქტომბერს ქართველ ხალხს არჩევანის უფლებას ვერავინ წაართმევს. არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდება და ჩვენს საზოგადოებაში არეულობის შემოტანას ვინც ეცდება ამ დღეს, მანამდე, თუ შემდეგ, ხელისუფლებისგან სათანადო პასუხს მიიღებს.
ახალგაზრდები გაფრთხილდნენ გამორჩეულად, ახალგაზრდული ჟინით და რესურსით ხშირად რადიკალები სარგებლობენ და როდესაც უკვე პასუხის გაცემის დრო დგება, ისინი იმალებიან, სამართალდამცავ ორგანოებს სწორედ ახალგაზრდები აღმოუჩნდებიან ხოლმე ხელში. კარგად დაფიქრდნენ, ნებისმიერ ძალადობრივ პროცესს სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად ადეკვატური პასუხი გაეცემა. ყველა ის ძალა, რომელიც გაბედავს, საკუთარი ხალხის, ქვეყნის წინააღმდეგ ხელს აღმართავს და შეეცდება, კონსტიტუციის გვერდის ავლით, რადიკალური პროცესებით ხელში ჩაიგდოს ხელისუფლება, პასუხისმგებლობა მთლიანად რადიკალებზე და იმ ძალაზე იქნება, რომელიც 2012 წლამდე საქართველოს აოხრებდა და დღესაც ცდილობს გარკვეული მექანიზმებით კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებას. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის მხრიდან მათ არანაირი ნდობის მანდატი არ აქვთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


