პოლიტიკა
დანიის შიდა გვარდიის მეთაური საქართველოს ეროვნულ გვარდიას ესტუმრა
საქართველოში ვიზიტად მყოფ დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ ფინ უინკლერს საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ უმასპინძლა. ეროვნულ გვარდიაში გამართულ შეხვედრაზე კოლეგებმა უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დანიელი სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. უწყებრივი მედლები „გენერალი მაზნიაშვილი“ გადაეცათ დანიის შიდა გვარდიის შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალ არპე ნილსენს, სტაბილიზაციის ცენტრის ოპერაციების ხელმძღვანელს, მაიორ ნიკოლაი ლუნდსტინს, ასევე, კაპიტნებს ანდერს ფრისსა და დანიელ ბერგრინს.
დღესვე, დანიის სამეფოს შიდა გვარდიასა და საქართველოს ეროვნულ გვარდიას შორის ურთიერთობების განმტკიცების პროცესში შეტანილი წვლილისთვის, გენერალ-მაიორმა ფინ უინკლერმა ეროვნული გვარდიის თანამშრომელს არჩილ ასათიანს დანიის შიდა გვარდიის უწყებრივი მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ გადასცა.
დანიის შიდა გვარდია საქართველოს ეროვნულ გვარდიასთან 2010 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს. ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გადამზადდა პირადი შემადგენლობა, მოეწყო და აღიჭურვა ეროვნული გვარდიის სასროლეთები და საკლასო ოთახები
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


