უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 სექტემბერი, 2017 17:30
font-size

დანაშაულის პრევენციის ცენტრმა WorldVision საქართველოსთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო

„ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი“ (SKYE პროგრამა) - ეს არის ახალი პროგრამა, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ საერთაშორისო ორგანიზაცია WorldVision საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით დაიწყო. პროგრამა თბილისის გარდა 5 ქალაქში განხორციელდება. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ გამოცდილების გაზიარების მიზნით WorldVision საქართველოს წარმომადგენლობის მოწვევით, რუმინეთიდან ტრენერები ესტუმრნენ. კელი ორგანი და მარია ბუტიკა პროგრამის ტრენერებს ერთი კვირის განმავლობაში მედიაციის სახლში ტრენინგებს ჩაუტარებენ.

უცხოელ ტრენერებს დღეს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა და WorldVision საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების ხელმძღვანელი ეკა ჟვანია შეხვდნენ. თათია ხოჭოლავამ WorldVision-ის წარმომადგენლობას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ეკა ჟვანიამ პროგრამის მდგრადობისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. მისივე თქმით, პროგრამის დახმარებით რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები სოციალური პროექტების/იდეების განხორციელებასა და სოციალური საწარმოს შექმნასაც შეძლებენ.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, SKYE პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების შეძენა, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიღება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და სხვა.

„ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბებს“ (SKYE პროგრამა) კონკურსის წესით შერჩეული ლიდერები უხელმძღვანელებენ. ლიდერების ჩართულობა მოხალისეობრივ საწყისებზე მოხდება. თითოეულ კლუბში 16-21 წლის 20 ახალგაზრდა გაერთიანდება. პროგრამა სწავლების ეტაპზე ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას.

როგორც დანაშაულის პრევენციის ცენტრში აცხადებენ, კლუბის წევრ ახალგაზრდებს მცირე დაფინანსების ფარგლებში შესაძლებლობა ექნებათ თავიანთ რეგიონებში დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სოციალური პროექტები. პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციები სრულად უზრუნველყოფენ. აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამა მსოფლიოს 19 ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ WorldVision საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვს. მხარეებმა რამდენიმე ერთობლივი პროექტი წარმატებით განახორციელეს. მათ შორის იყო ისეთი პროექტებიც, რომლებიც ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების რესოციალიზაციას ითვალისწინებდა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი