საზოგადოება
დამწვრობის ცენტრში წინასაახალწლო პიროტექნიკით დაშავებული 30 ადამიანი მიიყვანეს - ცენტრის დირექტორი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
ბოლო დღეებში, დამწვრობის ცენტრში წინასაახალწლო პიროტექნიკით დაშავებული 30 ადამიანი მიიყვანეს, მათ შორის უმეტესობა ბავშვია.
დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის თქმით, პაციენტები ამბოლატორიულ მკურნალობას დაექვემდებარნენ.
მან ასევე მოსახლეობა გააფრთხილა, რომ პიროტექნიკის გამოყენებისას უსაფრთხოების მინიმალური წესები მაინც დაიცვან.
„ჩვენთან კლინიკაში წინასაახალწლო პერიოდში შემოვიდა 30 პაციენტი. საბედნიეროდ, 30-ვე შემთხვევა იყო მსუბუქი. ყველა მათგანი დაექვემდებარა ამბოლატორიულ მკურნალობას. მათ დიდი უმეტესობა ბავშვი იყო. რთული პერიოდი წინ არის, ახალი წლისა და ახალი წლის შემდგომი პერიოდი. კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ მინიმალური უსაფრთხოების წესები მაინც დაიცვან,“ - განაცხადა ქაშიბაძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


