პოლიტიკა
დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ლევან ყიფიანი არის ძალიან შეშინებული და თანაც ძალიან დაიმედებული - ნატო ჩხეიძე
„ომეგა ჯგუფის“ერთ-ერთი მფლობელისა და ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლის, ნატო ჩხეიძის შეფასებით, სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი „ძალიან შეშინებული და თანაც ძალიან დაიმედებული“ ჩანდა. ამის შესახებ ჩხეიძემ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, ის არ ელოდა, რომ ყიფიანი სიმართლეს იტყოდა.
„ლევან ყიფიანის ადვოკატს გამორთული აქვს ტელეფონი და თავს არიდებს ზარებს. ასეც იქნებოდა, რადგან იმდენად მძიმე იყო ის რეალობა, რა რეალობაშიც აღმოჩნდნენ იმ ჩვენების შემდეგ, რომ რაღაც სხვანაირი სცენარი უნდა დაიწეროს. რაც შეეხება ბატონ ლევან ყიფიანს, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის არის ძალიან შეშინებული და თანაც ძალიან დაიმედებული. მე არ მოველოდი, რომ ლევან ყიფიანი გამოცხადდებოდა და იტყოდა სიმართლეს, რადგან მაშინ მარტო შეშინებული იქნებოდა. ახლა რაღაც სცენარია მოფიქრებული იმ დაიმედების გამო“, - განაცხადა ჩხეიძემ.
გადაცემაში „360 გრადუსი“ ლევან ყიფიანის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე პირველ სტუმრად იყო მიწვეული, თუმცა როგორც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, მას ბოლო რამდენიმე საათია მობილური ტელეფონი გამორთული აქვს და გადაცემაში არ მივიდა.
ცნობისთვის, გუშინ ლევან ყიფიანმა საქალაქო სასამართლოში „ომეგას“ საქმეზე გამოქვეყნებული ჩანაწერების შესახებ დაკითხეს. მიცემული ჩვენების შემდეგ ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერები მან და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა დადგეს, რათა კომპანიის უცხოელი პარტნიორებისთვის ეჩვენებინათ. ყიფიანის თქმით, ოქუაშვილმა სთხოვა ამ აუდიოფირების ჩაწერა, რათა დაერწმუნებინა უცხოელი პარტნიორები, რომ საქართველოს ხელისუფლება წნეხს ახორციელებდა მასზე და მოხდებოდა იმ ვალდებულებების გადავადება, რომელიც პარტნიორებთან გააჩნდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


