პოლიტიკა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სლოვაკეთში გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოს პრემიერ მინისტრი დაესწრო
ბრატისლავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორისაც სლოვაკეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს და სლოვაკეთის რესპუბლიკასა და ავსტრიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ, სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს ელჩმა რევაზ გაჩეჩილაძემ.
პრემიერ მინისტრმა, გამოსვლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე, საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებსა და მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო უდავოდ არის ევროპული ოჯახის წევრი, რის დასტურსაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევრიკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის მინიჭება წარმოადგენს.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის მთავრობას არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს.
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა ქართული მონასტრის ქვევრის ღვინისა და ქართული სამზარეულოს დეგუსტაცია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


