პოლიტიკა
დამკვირვებლებს და პარტიების წარმომადგენლებს დამატებითი საჩივრების დასაწერად ვადა ხვალ დღის მეორე ნახევრამდე აქვთ - ანა მიქელაძე
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, დამკვირვებლებს და პარტიების წარმომადგენლებს დამატებითი საჩივრების დასაწერად ვადა ხვალ დღის მეორე ნახევრამდე აქვთ. ამ ვადის გასვლის შემდეგ კომისიები საჩივრების განხილვას დაიწყებენ.
,,საოლქო საარჩევნო კომისიას კანონმდებლობის თანახმად, აქვს ორი დღე, რომ განიხილოს შემოსული საჩივარი. ამის შემდეგ გადაწყვეტილება შესაძლებელი იქნება ორი დღის ვადაში გასაჩივრებული იყოს საქალაქო სასამართლოში, რომელიც თავის მხრივ, საჩივრის რეგისტრაციიდან ასევე ორი დღის ვადაში განიხილავს საჩივარს და საქალაქო ან რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა, კანონმდებლობის თანახმად გასაჩივრდეს ერთი დღის ვადაში.
დაიწერა საჩივრები საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსების გამო, მარკირების პროცედურის დარღვევის გამო, ასევე გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებით’’, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის, საარჩევნო უბნიდან საოლქო კომისიებში სულ 195 საჩივარი შევიდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


