პოლიტიკა
დამიმტკიცე, რომ სულელის ამრჩევი ვარ მე და შენი 300 ხმოსანი კიდევ სულელს არ აირჩევს - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ,,ქართულ ოცნებას’’ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის დადებითი მხარის წარმოსაჩენად, სწორი არგუმენტები არ აქვს.
როგორც მარგველაშვილმა გორში კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვაზე აღნიშნა, პრეზიდენტის არჩევის წესი, პირდაპირი იქნება ეს თუ არაპირდაპირი, ორივე დემოკრატიულია.
"ერთი წინაპირობაა - საქართველოში ეს უკვე ტრადიციაა. როგორ არის ის? - შეჩვეულს ნუ გადამაჩვევო, თუ რაღაც? - ეგრეა რა. ამას რომ ცვლი, ამიხსენი, რატომ. იმას ნუ მეტყვი, რომ შენაო, ვიღაც სულელი არ აირჩიოო, ამას ნუ მაკადრებ. სხვანაირად ამიხსენი, სხვა სიტყვებით ამიხსენი და ნუ გამოიყვან ისე, რომ ვიღაც ოდიოზური, სულელი, ავანტიურისტი არ ავირჩიოთ. სხვანაირად ამიხსენი და დამიმტკიცე, ოღონდ შეურაცხყოფას ნუ მომაყენებ, რომ სულელის ამრჩევი ვარ მე და შენი 300 ხმოსანი კიდევ სულელს არ აირჩევს. ამას ნუ მაკადრებ, სხვანაირად ამიხსენი, რატომ არ უნდა ავირჩიო პრეზიდენტი. ორივე დემოკრატიულია, მაგრამ ახსნასაც თავისი ლაზათი აქვს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


