სამართალი
დაკითხული არიან ისეთი მოწმეები, ვინც არაფერი არ იცის ამ საქმესთან დაკავშირებით - აფგან მუხთარლის ადვოკატი
აფგან მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მისი ინტერესების დამცველი სასამართლოსგან ითხოვს.
შესაბამისი მოთხოვნით აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა მანამდე პროკურატურასაც მიმართა, თუმცა მასზე პასუხი ჯერაც არ მიუღია.
ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გაირკვა, რომ 143-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ნაცვლად, მომხდარზე ძიება მიმდინარეობს პირველი ნაწილით, რაც ადამიანის თავისუფლების აღკვეთას არადამამძიმებელ გარემოებებში გულისხმობს.
ამასთან, როგორც ადვოკატი ამბობს, დაკითხულები არიან ისეთი მოწმეები, რომლებმაც საქმესთან დაკავშირებით არაფერი იციან.
„მესამე კვირა მიდის და პირველივე კვირა მზად იყო საფუძვლების იმისთვის, რომ დაზარალებულის სტატუსი ჰქონოდა ამ ადამიანს. ვინაიდან მთელი საერთაშორისო საზოგადოება და ყველა გარდა პროკურატურისა თანხმდება იმაზე, რომ ეს ადამიანი მართლაც დაზარალდა ამ გატაცების შედეგად. დღემდე წერილობითი პასუხი სამწუხაროდ ჩვენს არც ერთ მოთხოვნაზე არ მიგვიღია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე მოგვეცა შესაძლებლობა რომ გავცნობოდით ამ საქმეს კიდევ უფრო საგანგაშო ვითარება გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ მაგალითად დაკითხულია 200 მოწმე, ოთხი ტომია საქმე და დაკითხულია ისეთი მოწმეები, ვინც არაფერი არ იცის ამ საქმესთან დაკავშირებით,“-განაცხადა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


