სამართალი
დაკავებული დეკანოზის ოჯახს სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახს, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა.
გავრცელებული ცნობით, ქობულეთში, სასულიერო პირის საცხოვრებელ სახლთან, „ტოიოტას“, „შკოდას“ და „ფორდის“ მარკის ავტომობილების გადაადგილება შეინიშნება.
დაენიშნა თუ არა დაკავებული დეკანოზის ოჯახს სახელმწიფო დაცვა, ამ საკითხზე მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი არ საუბრობს.
ამასთან, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურას ჩვენებას, სავარაუდოდ, ხვალ მისცემს.
რაც შეეხება გაუთქმელობის პრინციპის გაუქმების მოთხოვნაზე პროკურატურის უარს, ბრალდებულის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ მხარე შედეგის მისაღებად ალტერნატიულ მექანიზმებზე დაიწყებს მსჯელობას.
,,გვაქვს ჩვენი არგუმენტები, თუ რა ახალი გარემოებები არსებობს და იმ ახალ გარემოებებთან დაკავშირებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის ალბათობა, წინასასამართლო სხდომამდეც, მოიხსნას’’, - აცხადებს ფანცულაია.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


