სამართალი
დაკავებულ ზურაბ ბაქრაძეს ადვოკატი დღეს მოინახულებს
ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებულ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ზურაბ ბაქრაძეს ადვოკატი დღეს მოინახულებს.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ზაზა შანავამ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” აღნიშნა, მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში გარკვეულ ვადებში ჩამოსულიყო, ვინაიდან მისმა განცხადებამ გარდამტეხი როლი შეიტანა რობაქიძის საქმის მიმდინარეობაში.
”ბატონი ზურაბის ჩამოსვლა იყო ჩვენი, დაცვის მხარის ერთ-ერთი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რადგან თუ ბაქრაძის გამოცხადება მოხდებოდა, იყო მხოლოდ ერთი შესაძლებლობა, რომ მომხდარიყო მისი ექსტრადირება. ექსტრადირებასთან დაკავშირებით ადრეც განვაცხადე, რომ დიდი პროცედურაა და ამის დრო არ გვქონდა, საჭირო იყო მისი ადრე ჩამოსვლა.
დილიდანვე შევეცდები მასთან ვიზიტს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. გვექნება ზოგადი ხასიათის საუბარი. არსებობს გარკვეული კითხვები, რომელიც მათ შორის მაქვს მეც”, - განაცხადა ზაზა შანავამ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


