უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 იანვარი, 2026 17:40
font-size

„დაიცავი განათლება“ - 24 იანვარს, ფილარმონიიდან პარლამენტამდე, მარში გაიმართება

შაბათს, 24 იანვარს, განათლების საერთაშორისო დღეს, 19:00 საათზე, გაიმართება მარში სახელწოდებით - „დაიცავი განათლება“.

მარშის მონაწილეები მსვლელობას ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ გამართავენ.

როგორც განათლების სფეროს წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს მიმდინარე პროცესები „პირდაპირ უქმნის საფრთხეს განათლების სისტემას“.

კერძოდ, განმარტავენ, რომ „ხელისუფლების მიერ ინიციირებული ე.წ „რეფორმები“ არ ემსახურება ხარისხის გაუმჯობესებას, ისინი ემსახურება კონტროლს, ცენტრალიზაციას და პოლიტიკური გავლენის გაძლიერებას სკოლებზე, უნივერსიტეტებზე და ზოგადად აკადემიურ სივრცეზე“.

„საქართველოს სჭირდება განათლებული, თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეები. განათლება არის არა მხოლოდ პირადი განვითარების, არამედ ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლის საფუძველი.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვხედავთ პროცესებს, რომლებიც პირდაპირ უქმნის საფრთხეს განათლების სისტემას. ხელისუფლების მიერ ინიციირებული ე.წ „რეფორმები“ არ ემსახურება ხარისხის გაუმჯობესებას - ისინი ემსახურება კონტროლს, ცენტრალიზაციას და პოლიტიკური გავლენის გაძლიერებას სკოლებზე, უნივერსიტეტებზე და ზოგადად აკადემიურ სივრცეზე.

ჩვენ ვამბობთ მკაფიოდ:

  • -უნივერსიტეტები არ უნდა ექვემდებარებოდეს პარტიულ კონტროლს;
  • -უნივერსიტეტების შენობების გაყიდვა არ არის რეფორმა — ეს არის განათლების ინფრასტრუქტურისა და აკადემიური დამოუკიდებლობის დასუსტება;
  • -პროფესორებისა და სტუდენტების შევიწროება დაუშვებელია.

ჩვენ ვერ დავუშვებთ:

  • -უნივერსიტეტების დამორჩილებას
  • -აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას
  • -პროფესორებისა და სტუდენტების დაშინებას
  • -ჩვენი ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევას

განსაკუთრებით საგანგაშოა გეგმები, რომლებიც ითვალისწინებს: ბაკალავრიატის შემცირებას 3 წლამდე; მაგისტრატურის - 1 წლამდე; სასკოლო განათლების - 11 წლამდე. ეს ნაბიჯები ქართული განათლების სისტემას მნიშვნელოვნად აშორებს ევროპულ და ამერიკულ საგანმანათლებლო სივრცეს, ამცირებს ხარისხს და აზიანებს საერთაშორისო აღიარებას.

ამასთან ერთად, გვესმის დაპირებები სტუდენტების რაოდენობის შემცირებაზე, უნივერსიტეტებზე პოლიტიკური კონტროლის გაძლიერებაზე, პროფესორებისა და ლექტორების რაოდენობის მკვეთრ შემცირებაზე. ეს ნიშნავს ნეპოტიზმისა და კორუფციის დაბრუნების რეალურ საფრთხეს განათლების სისტემაში.

ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ უნივერსიტეტებისთვის, ჩვენ ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას განათლებაზე, ვიცავთ აკადემიურ თავისუფლებას, და ვიცავთ საქართველოს ევროპულ მომავალს. ამიტომ, გამოდი მარშზე, შაბათს, 24 იანვარს, 19:00 საათზე, რომელიც ტრადიციულად გაიმართება ფილარმონიიდან პარლამენტამდე. ერთად დავიცვათ განათლება, უნივერსიტეტების დამოუკიდებლობა და ღირსეული მომავალი საქართველოსთვის“,- აღნიშნულია განათლების სფეროს წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი