სამართალი
დაიკითხება ხაბაზი, რომელიც ისაუბრებს ციანიდთან და გველის შხამთან დაკავშირებით - პროკურორი
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარე ხაბაზის დაკითხვას გეგმავს, რომელიც ციანიდთან და გველის შხამთან დაკავშირებით განმარტებას გააკეთებს.
როგორც საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ აღნიშნა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხება ასევე საპატრიარქოს ოქრომჭედელი და ძირითადი საქმის გამომძიებელი.
"ვაპირებთ ძირითადი საქმის გამომძიებლის დაკითხვას, რომელიც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე ისაუბრებს, ასევე თუ რა გახდა ბრალდებულის დაკავების მიზეზი და სხვა დეტალებზე. ასევე დაიკითხება ხაბაზი, რომელიც ისაუბრებს ციანიდთან და გველის შხამთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ბრალდებული აპელირებს, რომ შორენა თეთრუაშვილს მკურნალობისთვის სჭირდებოდა გველის შხამი და სწორედ ამასთან დაკავშირებით დაიკითხება აღნიშნული მოწმე", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


