პოლიტიკა
დაგვექირავებინა ჩვენ რუსები, ისინი ჩვენს მხარეს იქნებოდნენ - იური მეჩითოვის მტკიცებით, აფხაზეთის ომის დროს რუსეთი საქართველოს არ უპირისპირდებოდა
კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა Al Jazeera -სთვის მიცემული სკანდალური ინტერვიუს შემდეგ განაცხადა, რომ აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს საქართველოს რუსეთი არ უპირისპირდებოდა.
„აფხაზეთის ომის დროს საბჭოთა კავშირი იყო დაშლილი და რუსეთი კიდევ დაშლილი და გაუბედურებული და იქ ვინ, რას აკეთებდა, რომელი შენაერთი ვის ებრძოდა, არავინ არ იცოდა. ვისაც დაიქირავებდი, ის იქნებოდა. დაგვექირავებინა ჩვენ რუსები, ისინი ჩვენს მხარეს იქნებოდნენ“, -უთხრა მეჩითოვმა რუსთავი 2-ს სატელეფონო საუბარში.
შეკითხვაზე, აფხაზეთის ომის დროს არ იყო რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ, მეჩითოვმა უპასუხა, რომ იბრძოდა, ოღონდ ცალკეული ბანდფორმირებების სახით.
„იყო, მაგრამ რუსეთის არა სახელმწიფოს სახით, არამედ დაშლილი, დაქუცმაცებული რაღაც სამხედრო ურთიერთობებით, რომელიც უკვე მუშაობდნენ, როგორც ბანდები. ისინი იყვნენ აფხაზების მხარეს,“ - განაცხადა მეჩითოვმა.
10 ნოემბერს Al Jazeera-ის ეთერში გავიდა გადაცემა, რომელიც საქართველოში საბჭოთა არქიტექტურის კვალს დაეთმო. გადაცემის ერთ-ერთი რესპოდენტი იყო იური მეჩითოვი, რომელმაც საბჭოთა წარსულსა და 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრა.
„აქციის მონაწილეები 13-დან 25 წლამდე იყვნენ ძირითადად. მხოლოდ ახალგაზრდები. მონაწილეების 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ 9 აპრილი შოუ იყო და ისინი შოუს მონაწილეები იყვნენ. ეს იყო კრიმინალური აქტი აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რათა მიეღოთ ასეთი შედეგი. ეს იყო გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის არ სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის არ მოუკლავს.
რა გაქვთ საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო, არ ვიცი. ხალხი ისეთი ბედნიერი იყო. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი.
რა გაქვთ რუსეთის საწინააღმდეგო? 200 წელი ვიყავით რუსეთის ქვეშ და ვიყავით აყვავებულები“, - განაცხადა მან Al Jazeera-სთან.
აღნიშნულმა ინტერვიუმ ინტერნეტმომხმარებლების გაღიზიანება გამოიწვია. მათ მეჩითოვის განცხადებები სამარცხვინო და მოღალატეობრივი უწოდეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


