უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 აპრილი, 2025 18:37
font-size

დაგეგმილია ჩემი ლიკვიდაცია, რასაც რუსული რეჟიმი „ეფესბესთან“ ერთად ხელმძღვანელობს - გიორგი ჩიკვაიძე

უარს ვაცხადებ ამ დაწესებულების საკვებზე და სასმელზე, მხოლოდ მივიღებ ჩემი ოჯახის შემოგზავნილ წყალსა და საკვებს, თუ ეს შეუძლებელი იქნება, ვიქნები სრულ შიმშილობაზე , - ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში წერს.

“მივმართავ საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს და ოპოზიციის წარმომადგენლებს:

დაგეგმილია ჩემი ლიკვიდაცია, რასაც რუსული რეჟიმი „ეფესბესთან“ ერთად ხელმძღვანელობს. ამისათვის გამოიყენებენ მიზეზს ჩემს თანდაყოლილ თირკმლის პათოლოგიას და სისხლში თრომბოციტების მაჩვენებელს.

საქმე უკავშირდება ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას თუ როგორ ცდილობს "ფეესბე" და რუსული ოცნება, სხვადასხვა ქვეყნების მათ შორის ამერიკელი მაღალჩინოსნების გადმობირებას.

ჩემს ხელთ არის მასალა თუ როგორ ხდებოდა ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნების გადმობირება, ასევე რა გზას მიმართავდა რუსეთი, „ოცნების“ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების მეშვეობით, მათი იძულებით გადმობირებისათვის.

ისინი იყენებდნენ ე.წ "თაღლითურ ქოლცენტრებს" და ფინანსურ რესურსებს.

ეს პიროვნებები გახლავთ, სხვადასხვა სტრუქტურის მაღალჩინოსნები.

ახლავე მსურს განვაცხადო, რომ არ ვითანამშრომლებ არცერთ ქართულ საგამოძიებო უწყებასთან, რადგან თვითონ მფარველობენ და ახორციელებენ ამ დანაშაულს, მაგრამ მზად ვარ ამერიკული ან სხვა საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში დეტალური ინფორმაცია მივაწოდო მათ.

ეს იქნება ზემოთ ხსენებული პირებზე მასალები, თუ რა ფორმით და როგორ მოხვდა მათთან "ფეესბეს" დაკონტაქტება ოცნების დახმარებით.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მზად ვარ დეტალური ინფორმაცია, თანმხლები დოკუმენტაციით გადავცე შეერთებული შტატების საგამოძიებო უწყებებს და ევრო ჯასტისს.

ღრმად მჯერა უახლოეს პერიოდში „ქართული ოცნების“ მინიმუმ 6 მაღალჩინოსანი მიეცემა სისხლის სამართლებრივ დევნაში.

ვიცი ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ არაფერი გამორიცხული არ არის, მინიმუმ უაზრობა იქნება რაიმე სახით ხელის შეშლა, რადგან ეს ინფორმაცია არის დუბლირებული.

მივმართავ სახალხო დამცველს, დააწესოს 24-საათიანი მონიტორინგი ჩემს საკანზე.

ობიექტურობისათვის მინდა აღვნიშნო ნურავინ მიიტანს ეჭვს ნამდვილად უდანაშაულო და კეთილსინდისიერ ციხის საავადმყოფოს ექიმებზე.

ამას ისე გააკეთებენ, რომ ციხის ადმინისტრაციას არავინ შეეკითხება.

არ მსურს საზოგადოებას ეგონოს, წამით მაინც შიშმა მომიცვა, საკანში ფიზიკურად მარტო ვარ, თუმცა მგონია, რომ ამასთან ერთად მერაბ კოსტავა, გიორგი ანწუხელიძე და ყველა ქართველი გმირები ჩემს გვერდით არიან.

ეს არ გახლავთ ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, როგორც ბოლო გადაცემაში „ეფესბეს“ აგენტ ბორია ივანიშვილს დავპირდი ჯერ ბოლო გვერდი არ გადამიშლია. ახლა გადავშლი, რომელიც 3 თავისგან შედგება. ამ განცხადებაში მოყვანილი ამბავი, მხოლოდ პირველ თავს წარმოადგენს.

მე უკვე დარწმუნებული ვარ, რომ 13 მარტს მომწამლეს, გარდა იმისა, რომ ეტლს ვარ მიჯაჭვული არ მაქვს მხედველობა ერთ თვალში, ამას ემატება თეთრი ლაქები ფეხებზე და ჩემთვის უჩვეულო კანის მტვრევა.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან უარს ვაცხადებ ამ დაწესებულების საკვებზე და სასმელზე, მხოლოდ მივიღებ ჩემი ოჯახის შემოგზავნილ წყალსა და საკვებს, თუ ეს შეუძლებელი იქნება, ვიქნები სრულ შიმშილობაზე.

მეგობრებო, ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ და საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, სხვა დროს ასეთი შანსი შეიძლება აღარ იყოს.

გავიმარჯვებთ სახელოვნად!

ყველა პოლიტპატიმარს, სინდისის პატიმრებს, მზია ამაღლობელს და მედროშე თემურ ქათამაძეს, ვუსურვებ მხნეობასა და გამძლეობას.

ადამიანები გარედან ვერ წარმოიდგენენ რა რთული გზის გავლა უწევს თითოეულ მათგანს, მაგრამ ყველას გვაქვს ერთი - საქართველოს სიყვარული”, - წერს ჩიკვაიძე.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი