უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

18 აპრილი, 2018 11:25
font-size

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისთვის, მოძალადეები ციხიდან გარეთ არ გამოვიდნენ - ნათია მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ოჯახში ძალადობის მიმართულებით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელსაც შს სამინისტრო ამზადებს, იქნება მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისთვის, რომ ადამიანებმა ჩვენება აღარ შეცვალონ და ასეთ საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენები დადგეს და მოძალადეები ციხიდან გარეთ არ გამოვიდნენ.

„რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს. ამ დანაშაულებთან მიმართებით არაერთხელ ვთქვით, რომ მკაცრ პოლიტიკას ვუჭერთ მხარს და ეს პრაქტიკაში რეალურად ასეა.

ძირითადად ვიყენებთ იძულების უკიდურეს ღონისძიებებს, ძირითადად ამ ადამიანებს ვაკავებთ. საკმაოდ მკაცრია პროკურატურის მიდგომაც. ისინი ძირითადად აღკვეთის ღონისძიების სახით ითხოვენ პატიმრობას.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კანონმდებლობის გამკაცრებაზე, აქ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, ამ საკითხს საკმაოდ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი დანაშაული. ოჯახში ძალადობა გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. ეს ჯერ კიდევ არის ისეთი კატეგორიის დანაშაულები, სადაც მსხვერპლები ჯერ კიდევ თავს იკავებენ პოლიციაში მოსვლისგან. ეს ჯერ კიდევ არის ისეთი დანაშაული, რომელზეც დაზარალებულები, მსხვერპლები საკმაოდ ხშირად ცვლიან ჩვენებებს. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ეს უნდა გავაკეთოთ გააზრებულად და არა ისე, რომ მოდით დღეს რაღაცა პრობლემა გვაქვს, შემთხვევა მოხდა და საკმაოდ მძიმე შემთხვევა მოხდა და ჩვენ ამას ვაღიარებთ და მოდით ხვალ - შევიტანოთ ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ა.შ.

ჩვენ ამას მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და შინაარსობრივ მხარეს ვსწავლობთ და გეტყვით რას ვგულისხმობთ: აი მაგალითად, პრაქტიკაში პრობლემაა ჩვენებების შეცვლა. პრობლემაა ჩვენებების შეცვლა იმიტომ, რომ კანონის მიხედვით, მსხვერპლებს უფლება აქვთ არ ჩვენება არ მისცენ ოჯახის წევრების წინააღმდეგ და ისინი ამ უფლებას საკმაოდ აქტიურად იყენებენ. ზოგჯერ ისინი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან ბრალდებულის ოჯახის წევრების და სამწუხაროდ ზოგიერთ შემთხვევაში ადვოკატების მხრიდანაც.

საბოლოო ჯამში, ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ ჩვენების არმიცემის გამო ასეთ საქმეებზე დგება გამამართლებელი განაჩენი და მოძალადე გარეთ აღმოჩნდება-ხოლმე. ეს პრობლემა შესწავლილი გვაქვს. ჩვენ, უკვე მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელსაც ამ მიმართულებით უახლოეს დღებში წარვუდგენთ საქართველოს მთავრობას და შემდეგ დაიწყება უკვე საპარლამენტო განხილვები. ეს იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისა, რომ ადამიანებმა ჩვენება აღარ შეცვალონ და ასეთ საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენები დადგეს იმისთვის, რომ მოძალადეები ციხიდან გარეთ არ გამოვიდნენ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი