უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 მაისი, 2025 15:02
font-size

დაფინანსებულ კონგრესმენებს საშუალება მიეცათ, რომ ბოლომდე ფრთები გაშალონ და გაუგებარი აქტები მიიღონ - ირაკლი ზარქუა

გვგონია, ჩვენს მიმართვას რეაგირება მოჰყვება, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ნორმალიზება უნდა დაიწყოს. არაერთი განცხადება გავაკეთეთ და ახლა ბურთი ამერიკის მხარესაა, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან რამდენიმე საკითხში დამთხვევაა, მათ შორის ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა და ოჯახური ღირებულებები, თუმცა ამის იქით ვერ წავიდნენ.

„უსაფუძვლო, უსახურ მუქარებს და დირექტივებს ვიგერიებთ. როცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა, გაგვიხარდა, რადგან მან ყველა ამხილა. აქამდე ვამბობდით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აფინანსებდნენ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას და ლგბტ პროპაგანდას. ახალმა ადმინისტრაციამ ეს ფონდები გააშიშვლა, თუმცა ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, რომ „დიფ სთეითი“ არ ჩერდება. მათ მიერ მხარდაჭერილი „მეგობრული აქტი“ მავნებლური და მტრული აქტია საქართველოს წინააღმდეგ, სადაც ყურით მოთრეული არაერთი სიგიჟეა. ჯო უილსონი უკრაინელი გორჩარენკოა, ლობისტების მიერ დაფინანსებული. რასაც ეტყვიან, წერს, აზრზე არ არის, მსოფლიოში რა ხდება. რას უნდა ელოდო იმისგან, ვინც საკუთარი ვებგვერდიდან დროშებს და კალმებს ყიდის? არაფერს. სამწუხაროდ, დაფინანსებულ კონგრესმენებს საშუალება მიეცათ, რომ ბოლომდე ფრთები გაშალონ და გაუგებარი აქტები მიიღონ.

გახსოვთ, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დღე არ გავიდოდა, რომ თეთრი სახლის პრესმდივანს საქართველოს ხელისუფლება, ქვეყანა და ეკლესია არ გაეშავებინა. ეს ახლა არ ხდება და ამისთვის მადლობას ვიხდი. ასევე, ჩვენ რამდენიმე საკითხში დავემთხვიეთ, რომელთა შორისაა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა და ოჯახური ღირებულებები, თუმცა, სამწუხაროდ, ამის იქით ვერ წავედით. ჩვენ ვართ სახელმწიფო, ლეგიტიმურად არჩეული და ქვეყნის გაშავებას არავის გავუტარებთ. გვგონია, რომ ჩვენს მიმართვას რეაგირება მოჰყვება და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ნორმალიზება უნდა დაიწყოს. არაერთი განცხადება გავაკეთეთ და ახლა ბურთი ამერიკის მხარეს არის“, – განაცხადა ზარქუამ.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი