სამართალი
დადგინდა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ექსპერტი ლევან ჩაჩუა იყო უდანაშაულო - ოთარ კახიძე
ზურაბ ჟვანიას საქმის ექსპერტის ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ოფისში ბრიფინგი გაიმართა.
როგორც პარტიის წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა, ექსპერტ ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესის დასრულებით უნდა დასრულდეს სპეკულაციები ყოფილი პრემიერის გარდაცვალების თემაზე.
„კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა ,,ქართული ოცნების’’ ცილისწამებას და მიცვალებულის სახელით სპეკულირებას. დადგინდა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ექსპერტი ლევან ჩაჩუა იყო უდანაშაულო და მას როგორი დასკვნაც ჰქონდა შედგენილი და როგორი ექსპერტიზაც ჰქონდა ჩატარებული, ეს იყო სწორი.
ივანიშვილის მართლმსაჯულების სისტემამაც კი ვერ მოახერხა სიმართლეს დაპირისპირებოდა და იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უსაფუძვლოდ და სამარცხვინოდ სპეკულირებდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებით. ეს არის ჩვეულებრივი სტილი ხელისუფლების,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ცნობისათვის: საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, პროკურატურის საჩივარი ლევან ჩიჩუასთან დაკავშირებით, წარმოებაში არ მიიღო.
ამით მან მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუფოვის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტი ლევან ჩიჩუა უდანაშაულოდ ცნო. ამით ამ საქმეზე სასამართლო პროცესები დასრულდა.
პროკურატურა ლევან ჩაჩუას ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე გვამების გამოკვლევისას გულგრილობასა და სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში ადანაშაულებდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


