უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

31 მაისი, 2018 14:00
font-size

დადგინდა, რომ ნამდვილი მკვლელები გარეთ არიან - ბრალდებულის ადვოკატი

ამ განცხადებით სასამართლომ ცალსახად განაცხადა, რომ არ ვიცით ვინ მოკლა დავით სარალიძე, - განაცხადა საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა.

მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად სწორედ დავით სარალიძის მკვლელობა ედებოდა, თუმცა ის ამ ნაწილში გამართლდა.

ადვოკატის განმარტებით, სასიკვდილო ჭრილობები მისი დაცვის ქვეშ მყოფს მოკლულისთვის არ მიუყენებია.

„დაუდგენელია გამოძიებით ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები, ეს იყვნენ მთავარი მოწმეები თუ სხვები. გამოძიება არ არის სრულად და ობიექტურად ნაწარმოები. დადგინდა, რომ ნამდვილი მკვლელები გარეთ არიან,“- განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მუხლი გადაუკვალიფიცირა და განზრახ მკვლელობის ნაცვლად, დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

ჩომახაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია ამ მდგომარეობიდან როგორ დაიხსნის პროკურატურა თავს, რადგან დადგინდა, რომ მტკიცებულებები არის გაყალბებული.

მისი თქმით, საქმეში ჩართული ყველა გამომძიებლის და პროკურორის წინააღმდეგ უნდა დაიწყოს გამოძიება.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი