სამართალი
დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან - ირაკლი შოთაძე
ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მტკიცებით, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობასთან.
ასე უპასუხა შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის შეკითხვას, შესრულებულად თვლის თუ არა შოთაძე მის მიერ გაცემულ დავალებას, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ჩატარებული რიგი საგამოძიებო მოქმედებები.
„საქმის მასალებით დგინდება, რომ არ იყო ამოღებული მირზა სუბელიანის შვილის ტელეფონი, არ იყო ამოღებული მიმოწერა, არ იყო გაჩხრეკილი სახლი, სუბელიანი არ იყო დაკითხული, სუბელიანის მეუღლე არ იყო დაკითხული, მ.კ.-ის სახლი არ იყო გაჩხრეკილი, მისი ტანსაცმელი არ იყო ამოღებული, მისი მიმოწერა არ იყო ამოღებული და ა.შ. ფაქტია, რომ არ განხორციელებულა ეს 10-12 მოქმედება. თქვენ რომ დავალება გაეცით, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ყოფილიყო ჩატარებული იმის დასადგენად, თუ რა კავშირი ჰქონდათ მომხდართან თქვენი თანამშრომლის [მირზა სუბელიანის] შვილსა და მის ნათესავს, ამ გადასახედიდან როგორ თვლით, შესრულდა თქვენი დავალება თუ არა?“, - ჰკითხა შოთაძეს კაპანაძემ.
შოთაძემ, თავის მხრივ, კომისიის თავმჯდომარეს უპასუხა, რომ ის დავალებას შესრულებულად მიიჩნევს.
„მე ვთვლი, რომ მივიღე სრული ინფორმაცია მკვლელობაში მირზა სუბელიანის შვილის შესაძლო მონაწილეობის შესახებ. შესაბამისად, ჩემი დავალება შესრულებულია, მე რაც მაინტერესებდა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშრებით, ეს გავიგე. ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან“, - განაცხადა შოთაძემ.
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი კომისიის სხდომაზე შს მინისტრ გიორგი გახარიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს უსმენენ, ასევე დღესვე დაგეგმილია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოკითხვა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


