უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 დეკემბერი, 2018 15:20
font-size

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას გრიპის ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს სთავაზობს

მიმდინარე სეზონზე გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა H1N1, იგივე ე.წ. ღორის გრიპია.

მაღალი რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ ორსულები, მოხუცები, ბავშვები, სუსტი იმუნური სისტემის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი გრიპის თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას რეკომენდაციებს სთავაზობს:

თუ ადამიანს გამოუვლინდა გრიპის სიმპტომები: უცაბედად დაწყებული მაღალი ცხელება (38C და მეტი), ყელის ტკივილი, ხველა და სერთო ინტოქსიკაცია (კუნთების, სახსრების, თავის ტკივილი)

• მაქსიმალურად უნდა მოერიდოს საზოგადოებრვი თავშეყრის ადგილებს;

• სასკოლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში არ დაუშვან გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები;

• ყველა დაავადებულმა გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებისას, ექიმთან მიმართვამდე, მოახდინოს თვითიზოლაცია;

• განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა;

• ნებისმიერმა დაწესებულებამ მაქსიმალურად გააქტიუროს ხელების ჰიგიენის პროცედურები: სტანდრტულად ხელის დასუფთავება გამდინარე წყლითა და საპნით რეკომენდებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, ტრანსპორტით სარგებლობის, ნებისმიერი ქმედების შემდეგ, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს თვალით უხილავ დაბინძურებას;

• გრიპის ვირუსების შეკავების მიზნით მიზანშეწონილია სპირტისშემცველი ხელის დასამუშავებლებით აღიჭურვოს ისეთი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სადაც მოსალოდნელია ინფიცირებულ/დაავადებულ პირთა კონცენტრაცია: აფთიაქები, პოლიკლინიკები, საავადმყოფოები, საბანკო მომსახურების ცენტრები, სატელეფონი კავშირგაბმულობისა და სხვა მომსახურების ოფისები. ხელის დასამუშავებლები უნდა განლაგდეს მოქალაქეთათვის ხელმისწვდომ და თვალსაჩინო ადგილას.

• სივრცეები სადაც იმყოფება/იმყოფებოდა დაავადებული საჭიროებს სტანდარტულ სანიტარულ დასუფთავებას სველი წესით, სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოების გარეშე;

• რეკომენდებულია სათავსების ხშირი განიავება. ü დროული ადექვატური მკურნალობა (ანტივირუსული პრეპარატებით) ექიმის დანიშნულებით

• გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს! იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, გახანგრძლივებული ცხელება (380C მეტი 3 დღის შემდგომ), ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!

• გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების მქონე პაციენტებს, როდესაც ქვეყანაში დადგენილია გრიპის ვირუსის ცირკულაცია, სპეციალური ლაბორატორიული კვლევები გრიპის ვირუსის ტიპების ან ქვეტიპების იდენტიფიცირებისათვის და მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად არ ესაჭიროებათ.

• გრიპით დაავადებულთა სამკურნალოდ არ გამოიყენება ანტიბიოტიკი!

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი