პოლიტიკა
და ყოველ ჯერზე ერთმანეთის ჭამას თუ შევეშვებით, იქნებ გამოსავალზე მეტი ვიფიქროთ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
„სალომე ზურაბიშვილის საჯაროდ გაცხადებული პოზიცია იყო და არის რომ მხარს დაუჭერს მხოლოდ იმას რაზეც ოპოზიციური სპექტრი შეთანხმდება
რაც გუშინ მოისმინეთ ეგ არის რაზეც არსებობს თანხმობა
სხვა საკითხებზე თანხმობა არ არსებობს
მათ შორის ისეთ, ჩემი აზრით პრინციპულ საკითხზეც როგორიცაა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ისე რომ არ დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და არ გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი
თუ არსებობს რაიმე სხვა პირობები რომლებიც შეიძლება შესრულდეს გარდა ამ ორისა, რაც შეიძლება გახდეს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის საფუძველი, მაშინ ეს პირობები საჯაროდ უნდა ითქვას (მე ჯერ ასეთი ერთიც ვერ მოვისმინე)
სხვა შემთხვევაში, 2020-ის არჩევნების შემდგომი გამოცდილების გათვალისწინებით, ადამიანებში ბუნებრივად ჩნდება განცდა რომ ვიღაცეები ელოდებიან პროტესტის მილევას რომ მერე თქვან ‘ქუჩიდან მაინც არაფერი გამოვიდა და მოდი საკრებულოების ტრიბუნას მაინც გამოვიყენებ’, ანუ არ არიან ბრძოლაში All in
მეტიც, არ არსებობს თანხმობა ერთიან ხედვაზე - როგორ ვაიძულებთ ამ ნაბოზ&₾ებს დანიშნონ ახალი საპარლამენტო არჩევნები (გარდა რუსთაველის პროტესტისა)
უკმაყოფილებას იწვევს ის რომ გუშინ რაც ითქვა ეს არ არის საკმარისი
აქედან გამოსავალი არის ორი:
ან პარტიები თანხმდებიან მეტზე (ამას სჭირდება მეტი ერთობა), მათ შორის პირველ რიგში გამარჯვების ხედვაზე, და სალომე ზურაბიშვილი ამას აჟღერებს
ან სალომე ზურაბიშვილი ცალმხრივად იღებს მეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე
ესაა სიმართლე
და ყოველ ჯერზე ერთმანეთის ჭამას თუ შევეშვებით, იქნებ გამოსავალზე მეტი ვიფიქროთ
მე პირველი სცენარის მომხრე ვარ დიდი ხანია, წლებია, და თუ რამე შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის. სხვანაირად მგონია რომ ვერ გადავრჩებით,“ - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე .
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


