პოლიტიკა
ჩვენს ქვეყანას ორპარტიული მხარდაჭერა გააჩნია აშშ-ს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან - თამარ ჩუგოშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, 6-8 თებერვალს ვაშინგტონში, გამართული სამუშაო ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნების შემდგომ მოკლე პერიოდში საქართველოს დელეგაციების მიერ გამართული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და ადასტურებს შეერთებულ შტატების დაინტერესებას საქართველოს მიმართ
„როგორც იცით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო და ასევე, კონგრესის არჩევნების შემდგომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები გამართოს ახალ ადმინისტრაციასთან და ამ პირობებში საქართველოს მიეცა შესაძლებლობა ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც გაიმართებოდა ამ რანგის შეხვედრები, რაც თავისთავად აღნიშნავს იმას, რომ ამერიკის დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მიმართ და ახალი ადმინისტრაციის დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ძალიან მაღალი. ამ ფაქტს თავისთავად აქვს დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციამ სამი დღის განმავლობაში ოცდაათამდე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა კონგრესმენეთან, სენატორებთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ბრიჯიტ ბრინკსთან, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) ხელმძღვანელებთან. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„რამდენიმე დღის წინ დასრულდა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრმა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩვენ შესაძლებელობა გვქონდა გაგვემართა ოცდაათზე მეტი შეხვედრა, აქედან უმრავლესობა კონგრესმენებთან და სენატორებთან, მათ შორის ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენელებთან.
თავისთავად ის ფაქტი, რომ სამი დღის განმავლობაში მოგვეცა შესაძლებლობა, რომ დაახლოებით ოცდაათ წარმომადგენელს შევხვედროდით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ რამდენიმე დღის დანიშნულმა სახელმწიფო მდივანმა, ტილერსონმა შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ამ სტრატეგიულ პარტნიორობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ასევე, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება.
„ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე ამერიკის შეერთებულ შტატები წარმოადგენს ჩვენ მთავარ მეგობარს, მთავარ პარტნიორს და დარწმუნებულ ვარ, რომ ჩვენი მომავალი წლების განმავლობაში ამ ადმინისტრაციასთან გვექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მჭიდრო, კიდევ უფრო ახლო ურთიერთობები დავამყაროთ და საქართველოს მომავალ განვითარებაში შეერთებულ შტატებს ექნება კიდე უფრო დიდი როლი და დიდი წვლილი ვიდრე აქამდე ყოფილა“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის შეფასებები და გზავნილები, რომელიც შეხვედრების ფარგლებში გახმოვანდა არის იმის დასტური, რომ „ჩვენს ქვეყანას ორპარტიული მხარდაჭერა გააჩნია აშშ-ს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან“.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


