პოლიტიკა
ჩვენს ახალგაზრდებს კარგად ესმით, რას ნიშნავს ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოსთვის - ქეთევან ციხელაშვილი
ჩვენს ახალგაზრდებს კარგად ესმით, რას ნიშნავს ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოსთვის, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა სტაჟირების საპილოტე პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრაზე, სადაც მან ახალგაზრდებთან საქართველოს ევროატლანტიკური კურსის, ევროკავშირთან ინტეგრაციის და უვიზო მიმოსვლის შესახებ ისაუბრა.
„დღეს ამ ახალგაზრდებს შევხვდით იმისთვის, რომ ვისაუბროთ ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის კურსზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული და მით უფრო ისეთი სეგმენტი, როგორიცაა ასეთი კვალიფიციური ახალგაზრდები. მათ გზა ხსნილი აქვთ, რომ სასურველი მიმართულებით დაიწყონ კარიერა, მიაღწიონ წარმატებას და ჩაებან იმ საქმეში, რასაც საქართველოს ევროპული მომავალი ჰქვია. ძალიან მიხარია, ჩვენს საამაყო სტაჟიორებს - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, რა სიკეთის მომტანია ეს პროცესი პირადად მათთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის,“- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გამართულ შეხვედრაზე.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით, „1+4“ სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სამოცზე მეტი ახალგაზრდა გადის სტაჟირებას სხვადასხვა საჯარო უწყებაში.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც სტაჟიორების ინიციატივით შედგა, პროექტის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ასევე, ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის, ნინო ბოლქვაძისგან. მან ახალგაზრდების კითხვებსაც უპასუხა.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


