პოლიტიკა
ჩვენი ვალი იყო ჩვენი ქვეყნის წინაშე შეგვემუშავებინა ისეთი კონსტიტუცია, რომელიც თავიდან აგვარიდებდა ყოველგვარ სისტემურ უსამართლობას - ირაკლი კობახიძე
ჩვენი ვალი იყო შეგვემუშავებინა ისეთი კონსტიტუცია, რომელიც თავიდან აგვარიდებდა ყოველგვარ სისტემურ უსამართლობას სამომავლოდ ჩვენს ქეყანაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის დღეს, კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაციაზე.
ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე ახსენა, როგორც სამართლიანობასთან ბრძოლის სიმბოლო.
„დღეს აღინიშნება საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღე. ამ დღეს ჩვენ სიმბოლურად დავამთხვიეთ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია. კონსტიტუცია არის სახელმწიფოს ქვაკუთხედი. კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფოს განვითარების შინაარსს. სისტემური უსამართლობა როგორც წესი სათავეს იღებს უსამართლო კონსტიტუციაში. ხოლო სადაც კონსტიტუცია სამართლიანია, სისტემური უსამართლობის მიერ სახელმწიფოში ფეხის მოკიდება შეუძლებელია.
დღეს შესრულდა 11 წელი ქალბატონ ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან. ირინა ენუქიძე იყო სამართლიანობისთვის თავგანწირული ადამიანი, რომელიც სწორედ იმ უსამართლობას შეეწირა, რომელმაც 2004 წელს თავი უსამართლო კონსტიტუციით დაიმკვიდრა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენი ვალი იყო თუნდაც ირინა ენუქიძის ხსოვნის წინაშე, ჩვენი ვალი იყო ჩვენი ქვეყნის წინაშე შეგვემუშავებინა ისეთი კონსტიტუცია, რომელიც თავიდან აგვარიდებდა ყოველგვარ სისტემურ უსამართლობას სამომავლოდ. ეს იყო ჩვენი ვალი ქვეყნის წინაშე და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მისია საქართველოს პარლამენტმა პირნათლად შეასრულა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


