პოლიტიკა
ჩვენი ურთიერთობები და კომუნიკაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შენარჩუნდება - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ-თან ურთიერთობა ძლიერი დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი რუსეთთან კავშირების გაუმჯობესებისკენ მოწოდებებით გამოირჩეოდა.
ამის შესახებ მარგველაშვილმა Reuters-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი.
"ჩვენი ურთიერთობები და კომუნიკაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე ჩვენს რესპუბლიკელ და დემოკრატ მეგობრებთან კონგრესში შენარჩუნდება, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ინტერესებსა და მიზნებზე, რომლებსაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ვიზიარებთ. ჩვენ არასდროს გვქონია შეშფოთება ჩვენს მოკავშირეებთან დაკავშირებით, ჩვენ დაინტერესებული ვართ დღის წესრიგის გააქტიურებით და არ ვფიქრობთ, რომ ეს დღის წესრიგი დაირღვევა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


