პოლიტიკა
ჩვენი წინამორბედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, მოსახლეობას სიმართლეს არ ვუმალავთ - სოფიო კილაძე
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებით, სუს-ი ცდილობს, მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილეებს, გიორგი გახარიას, ასევე რიგით სპეცრაზმელებს, რომ ააცილეს საფრთხე ქვეყანას, თუმცა, იმავდროულად, დაგვეღუპა ერთი სპეცრაზმელი და კიდევ ერთხელ სამძიმარი მინდა ვუთხრა მის ოჯახს.
ამ შემთხევაში სუს–ი მაქსიმალურად გამჭვირვალედ ცდილობს, მოსახლეობას მოახსენოს იმ შუალედური შედეგების შესახებ და ჩვენი წინამორბედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, მოსახლეობას სიმართლეს არ ვუმალავთ.
ჩატაევს რაც შეეხება, უნდა გავმიჯნოთ ორი რამე ერთმანეთისგან. ერთია, რა გარემოებების გამო მოხდა ამ ადამიანის გათავისუფლება და იყო თუ არა ის საფუძვლები დაკმაყოფილებული კონკრეტულად მასთან მიმართებაში, რის გამოც დაკავებული ჰყავდა წინა ხელისუფლებას. მეორე საკითხია ის, რაც ამ ადამიანმა გააკეთა რამდენიმე დღის წინ. ძალიან გთხოვთ, ნუ ავურევთ ამ ორ თემას.
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ 21-ე საუკუნეში ყველა ქვეყანაში ხდება ტერორიზმი და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი სამსახურები მუშაობს არაეფექტურად. მნიშვნელოვანია, ბოლომდე მივიდეს საქმე. ამ შემთხევაშიც მოვახდინეთ საზოგადოების ინფორმირებულობა, თუ ვინ იყო ეს ადამიანი“, - უთხრა დეპუტატმა ჟურნალისტებს.
დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთ-ერთი ლიკვიდირებული პირი ახმედ ჩატაევი აღმოჩნდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


