სამართალი
ჩვენი სურვილი იქნება, რომ მალე დავასრულოთ ეს საქმე -ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატი
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, მათი მიზანი ამ საქმის სწრაფად დასრულებაა სასამართლოში, შესაბამისად აპირებენ მომდევნო სხდომაზე ყველა მტკიცებულება, რაც პროკურატურას აქვს, უდაო გახადონ.
ეს ნიშნავს იმას, რომ საქმეზე სხვა მოწმეები აღარ დაიკითხებიან და მოსამართლეს შუეძლია, მომდევნო სხდომაზევე გავიდეს სათათბიროდ.
განცხადება ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკოსის პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„უდავოდ გახდა არ ნიშნავს იმას, რომ ბრალს ვეთანხმებით, უდავოდ გახდა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დაველდოებით რას იზამს სასამართლო,“ - ამბობს ჩომახაშვილი.
„როდესაც ადგილი აქვს ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ნორმათა კოლიზიის დროს, მარტივად რომ ავხსნათ, ანუ არსებობს ორი ალტერნატიული მუხლი, რომელიც უფრო სპეციალურია და რომელიც უფრო სასიკეთოა ბრალდებულისთვის, განჭვრეტადობის პრინციპის თანახმად, იმით უნდა იხელმძღვანელოს სახელმწიფომ. პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, ეს არის ევროკონვენციის მე-6 და მე-7 მუხლების დარღვევა, ამიტომ, ჩვენ შემდეგ სხდომაზე, (მე ბატონ ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად შევეცდები, რომ პოზიცია დავაფიქსირო) ჩვენი სურვილი იქნება, რომ მალე დავასრულოთ ეს საქმე. უდავოდ გახდა არ ნიშნავს იმას, რომ ბრალს ვეთანხმებით, უდავოდ გახდა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დაველდოებით რას იზამს სასამართლო, ანუ დავაყენებთ სასამართლოს არჩევანის წინაშე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს მივიღოთ გადაწყვეტილება. ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს დროის ნაწილში, ამიტომ, არც ლოდინს არ აპირებს ზურაბ ჯაფარიძე, გარემოებების ცვლილებებთან დაკავშირებით და არც ვინმეს პირობის მიღებას. ამ შემთხვევაში, ეს არის თავად ჩვენი გადასაწყვეტი და ჩვენ გადავწყვეტთ", - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.
რაც შეეხება საქმის პროკურორს, ნათია თათიაშვილს დღეს კითხვა დაუსვეს - თუ რატომ არ ჩათვალა მიზანშეწონილად დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების, მათ შორის თეა წულუკიანის გამოკითხვა, რაზეც პროკურორმა თქვა, რომ "წულუკიანთან უშუალოდ კითხვები არ ჰქონია".
„საქმეში წარმოდგენილია ასევე საქართველოს პარლამენტის თანამშრომელი, რომელსაც უშუალოდ კომუნიკაცია ჰქონდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან, რომელმაც გაუგზავნა ოფიციალური მოწვევა და დაბარების ოფიციალური წერილი, რომელსაც თეა წულუკიანი აწერს ხელს, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაბარებული იყო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ასევე დაკითხულია ფელდეგერი და თავად ბრალდებული დაიკითხება, თუ მას სურვილი ექნება, რომ ჩვენება მისცეს სასამართლოს. მე უშუალოდ არ მქონია წულუკიანთან კითხვები, ვინაიდან, საქმის ფარგლებში გამოძიება ჩატარებულია, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია, რომლებსაც წარვუდგენთ სასამართლოს და ბუნებრივია დაადასტურებს ბრალდებულის ბრალეულობას", - განაცხადა პროკურორმა.
მომდევნო პროცესი 17 ივნისს, 11:00-ზე დაინიშნა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, მას შემდეგ კი რაც პოლიტიკოსმა ჯარიმას "უკანონო" უწოდა და არ გადაიხადა, ის 22 მაისს, სასამართლოშივე დააკავეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


