პოლიტიკა
ჩვენი სტრატეგიის ცენტრში საქართველოს მოქალაქეა - გიორგი კვირიკაშვილი
ჩვენი სტრატეგიის ცენტრში საქართველოს მოქალაქეებია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, 25 წლის განმავლობაში, რაც საქართველო გაეროს შეუერთდა, ქვეყანა წარმატებით გარდაიქმნა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან წამყვან რეფორმატორად.
“ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი თანამემამულეებისთვის, საამაყოა, რომ დღეს თქვენ წინაშე გამოსვლის პატივი მერგო. გზავნილი, რომლის გაჟღერებაც დღეს მე მომანდეს, მათ პირადად აქვთ განცდილი და შესისხლხორცებული.
ეს გზავნილი, მათი გზავნილი მარტივი და გულწრფელია. ჩვენი სტრატეგიის ცენტრში საქართველოს მოქალაქეა და ამით ჩვენ ვცდილობთ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ გაძლიერებას და მშვიდობისა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას. ესენია მდგრადი განვითარების არსებითი ელემენტები, რომლებიც გვაკავშირებს ჩვენს პარტნიორებთან რეგიონსა და მთელ მსოფლიოში.
წელს აღინიშნება გაეროში საქართველოს გაწევრიანების 25-ე წლისთავი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ წარმატებით გარდავქმენით ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან წამყვან რეფორმატორად, რომელიც ახლახან აირჩიეს ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარედ.
ამ მოვალეობის შესრულებას საქართველო იწყებს იმავე ხედვით, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ შინ - ყურადღების ცენტრში ყოველთვის მოქალაქეები არიან.
საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ღია მმართველობის პარტნიორობა შეუწყობს ხელს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. ეს განსაკუთრებით ეხება მე-16 მიზანს, ეს არის მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა.
ეროვნულ სტრატეგიებად მათი გარდაქმნის გზით მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისას იკვეთება თავად გაეროს ინსტიტუციური რეფორმის აუცილებლობა და გენერალური მდივნის, გუტიერეშის ახალი ხედვის მხარდაჭერის საჭიროება, რომელიც ასახულია ჩვენ მიერ ახლახან ხელმოწერილ დეკლარაციაში”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მისი გამოსვლა ამერიკელი ხალხისადმი თანადგომის გამოცხადებით დაიწყო, რომელიც ბოლო პერიოდში მომხდარ სტიქიურ უბედურებას უკავშირდება.
“პირველ რიგში, ნება მომეცით, მივუსამძიმრო და თანადგომა გამოვუცხადო ბოლო დღეებში ჩრდილოეთ ამერიკაში მომხდარი სტიქიური უბედურებების გამო დაზარალებულებს - ქარიშხლებმა უდიდესი ზიანი მიაყენა კარიბის ზღვის კუნძულ-ქვეყნებს და ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ რეგიონს, ხოლო მიწისძვრამ კატასტროფა გამოიწვია მექსიკაში. ამ ძნელბედობის ჟამს ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ქვეყნების მთავრობებს და ხალხს. არც ერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, არ არის დაზღვეული სტიქიისგან. ასეთ დროს კი სოლიდარობა აძლიერებს განსაცდელში მყოფ ქვეყნებს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


