პოლიტიკა
ჩვენი სპეციალისტები იმის გარკვევას ცდილობენ, მოხდა თუ არა კიბერთავდასხმა პარლამენტზე - შალვა ხუციშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, პარლამენტში შესაძლო მომხდარ კიბერთავდასხმაზე უწყება ვითარების გარკვევას ცდილობს, რის შემდეგ გადაწყდება, დაიწყება თუ არა გამოძიება.
„რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება არ ყოფილა, თუმცა საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენი სპეციალისტები პარლამენტის შესაბამის სამსახურს დაუკავშირდნენ და ვითარებაში გარკვევა მიმდინარეობს. პირველადი ინფორმაციის შეგროვების შემდეგ გადაწყდება, თუ რა მოხდა და დაიწყება თუ არა სისხლის სამართლის გამოძიება. გამოძიება დაწყებული არ არის, თუმცა ჩვენი ინიციატივით, პარლამენტს დავუკავშირდით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის დეპუტატების ელექტრონულ ფოსტაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


