უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 მაისი, 2025 09:17
font-size

ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სთან და ეს იქნება დამოკდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ ორთაბრძოლაში პრეზიდენტ ტრამპსა და დიფ სთეითს შორის, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სთან და ეს თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში პრეზიდენტ ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის. დავიტოვოთ იმედი, რომ გაიმარჯვებს პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა ყველა სცენარისთვის ვართ მზად, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუმინეთში ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით ერთჯერადად გააუქმეს არჩევნები და რაც იქ ერთჯერადად მოხდა, საქართველოში ეს ხდება განგრძობითი ფორმით.

„ბოლო წლები რომ ავიღოთ, 2020 წლიდან რაც ხდება საქართველოში - ერთი არჩევნების არაღიარება, მეორე არჩევნების არაღიარება, მოლაპარაკებები, ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა, ლეგიტიმაციის არცნობა, არმილოცვა, ჩვეულებრივი საბჭოური მეთოდები. ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია ის დუმილი, რასაც ვხედავთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან და ამის გამო გადავწყვიტეთ, ღია წერილით მიგვემართა ტრამპის ადმინისტრაციისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ რეაქცია იქნება, თუმცა ვნახოთ, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება, თუ ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპის ადმინისტრაციასა და დიფ სთეითს შორის. აშკარა ბრძოლა წარიმართება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ გაიმარჯვებს პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა მეორე ვერსიასაც არ გამოვრიცხავთ. ზოგადად, ჩვენ ყოველთვის ყველა სცენარისთვის ვიყავით მზად, ჩვენ პრეზიდენტ ტრამპის ოპონენტის გამარჯვებისთვისაც კი ვიყავით მზად, რაც, ბუნებრივია, უარესი სცენარი იქნებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტრამპის გამარჯვებამ ჩვენთვის უკვე მოიტანა ძალიან მნიშვნელოვანი სარგებელი. გახსოვთ, რამხელა კამპანია ჰქონდათ წარმართული გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. რუსული კანონი დაარქვეს, ათასი ეპითეტით ამკობდნენ ამ კანონს და იმის გაფიქრებასაც კი გვიკრძალავდნენ, რომ შეიძლება ვინმემ დასავლეთიდან რაღაც ცუდი დააფინანსოს ჩვენს ქვეყანაში. მოვიდა პრეზიდენტი ტრამპი, მისი ადმინისტრაცია და მათ პირდაპირ განაცხადეს ის, რისი მტკიცებაც ჩვენ გვიწევდა საზოგადოების წინაშე. მათ პირდაპირ აღიარეს, რომ კონკრეტულად მაგალითად USAID-ის მეშვეობით, NED-ის მეშვეობით, სხვა ფონდების მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში იგეგმებოდა რევოლუციური პროცესები და ხდებოდა არეულობის ხელშეწყობა. ეს უკვე იმხელა სარგებელია, რაც ტრამპის გამარჯვებამ მოგვიტანა, ამისთვის, უკვე შეიძლება, ითქვას მადლობა. მაგრამ, რა თქმა უნდა ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სთან და ეს იქნება დამოკდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ ორთაბრძოლაში პრეზიდენტ ტრამპსა და დიფ სთეითს შორის. დავიტოვოთ იმედი, რომ გაიმარჯვებს პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა ყველა სცენარისთვის ვართ მზად. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ეს წლები რომ გავიხსენოთ კიდევ ერთხელ, დიფ სთეითი როცა მართავდა აშშ-ს, 2020-2024 წლები, მაშინ ბოლომდე დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესები, არც ერთ სცენარის პირობებში არ დავთმობთ ამას. თუ გაიმარჯვებს ტრამპი, ჩვენთვის ბევრად უფრო გამარტივდება სიტუაცია და უკეთ იქნება დაცული ამ შემთხვევაში ჩვენი ეროვნული ინტერესები. დანარჩენი, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი