პოლიტიკა
ჩვენი პოზიცია გვექნება შემუშავებული, როცა ცვლილებათა პაკეტს გავეცნობით - ანა დოლიძე
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო სხდომას ეხმაურება, სადაც პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესაძლო შეზღუდვებს განიხილავენ.
დოლიძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თავის პოზიციას მაშინ გაახმაურებს, როცა ცვლილებათა პროექტს გაეცნობა.
„ვადევნებთ თვალყურს ყველა საკითხს. კომისიაში დღესდღეობით შესულია უამრავი ინიციატივა და საკითხი და ჩვენ მიგვაჩნია ჩვენ ფუნქციად, რომ ვიყოთ ინფორმირებული, რა საკითხების განხილვა მიმდინარეობს იქ იმიტომ, რომ ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია. როგორც კი დაიწყება საკითხების დავიწროება, ანუ უკვე შეხება გვექნება კონკრეტულ ტექსტთან, კონკრეტულ ცვლილებების პროექტთან, ბუნებრივია, რომ ჩვენ უკვე ახლოს დავინტერესდებით და უკვე გვექნება შემუშავებული ჩვენი პოზიცია,“ - აცხადებს ანა დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ ახლა საპარლამენტო კომისიის თემატური ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს, სადაც განიხილავენ პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებების გამიჯვნას. პრეზიდენტის წარმომადგენელი სამუშაო ჯგუფის სხდომას არ ესწრება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


